ჩოგბურთი

19:52 | 29.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკმა “ჩეხური ხაფანგი” დაძლია

რაფა ნადალის ჩეხ ლუკაშ როსოლთან მარცხის შემდეგ დამატებითი ინტრიგა შეიძინა კიდევ ერთი ჩეხის, 33 წლის რადეკ შტეპანეკისა და უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონის ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებამ. გულშემატკივრები იმასაც კი ამბობდნენ, დააღწევს კიდევ ერთ “ჩეხურ ხაფანგს” ჯოკოვიჩიო.
მატჩი სერბისთვის იოლი სულაც არ გამოდგა. პირველ სეტში ვეტერანმა ჩეხმა თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა და 6:4 იმარჯვა. თუმცა, ეს იყო და ეს – მომდევნო პარტიები სამხრეთსლავმა ერთნაირი ანგარიშით 6:2 მოიგო და მეოთხე წრეში (მერვედფინალში) გავიდა. შეხვედრა თითქმის 3 საატს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც “ნოლემ” 9 ეისი განახორციელა. მეოთხედფინალში გასასვლელად ნოვაკ ჯოკოვიჩი თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის შეხვდება.
მერვედფინალშია პლანეტის რეიტინგსიის ლიდერი და უიმბლდონის შარშანდელი ფინალისტი მარია შარაპოვა. რუსმა უპრობლემოდ დაძლია ტაივანელი სუ-ვეი ხსიეხსის წინააღმდეგობა 6:1, 6:4 და მომდევნო ოპონენტად გერმანელი საბინ ლისიცკი ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091573