ჭადრაკი

13:11 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნონამ” ევროპის ჩემპიონატი სრული ტრიუმფით დაასრულა

საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” ესპანეთში დასრულებული საკლუბო ჩემპიონატი სრული ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ბასკეთში 7-ვე მატჩი მოიგეს და ტურნირის მთავარი პრიზი დაისაკუთრეს.

დასკვნით ტურში “ნონამ” მანამდე მე-2 ადგილზე მყოფ რუსულ “ნაშე ნასლედიეს” 2.5:1.5 სძლია. ნანა ძაგნიძემ (2566) ვალენტინა გუნინას (2540) მოუგო, სალომე მელიამ (2464) ოლგა გირიას (2476) დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილი (2507) ალექსანდრე კოსტენიუკს (2543) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილმა (2426) კი ალინა კაშლინსკაიასთან (2433) წააგო. შეგახსენებთ, რომ გუნდის ღირსებას კიდევ ერთი წევრი მირანდა მიქაძე (2242) იცავდა.

ქართველებთან მარცხის გამოისობით, “ნაშე ნასლედიე” 9 ქულით მე-3 პოზიციამდე დაქვეითდა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, ვერცხლი 10 ქულით შეჯიბრის რეიტინგ-ფავორიტმა “მონტე კარლომ” დაისაკუთრა, ”ნონას” მონაგარი კი 14 ქულა გახლდათ.

0.149453