ჭადრაკი

0:50 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” ერთპიროვნულად დაწინაურდა!

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა მე-3 ტურში ისრაელის წარმომადგენელი “ჰერცლია” 4:0 გაანადგურეს და ქულათა მაქსიმუმი (6) მოაგროვეს, რისი წყალობითაც პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ.

გასულ დაპირისპირებაში მოგებები ბელა ხოტენაშვილმა (2507), სალომე მელიამ (2464), ნინო ბაციაშვილმა (2426) და მირანდა მიქაძემ (2242) იმარჯვეს, გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2566) კი, მეტოქის სისუსტიდან გამომდინარე დაისვენა.

რუსულ დერბიში მარცხი განიცადა “ნაშე ნასლედიემ”, რომელაც მე-3 ტურამდე ასევე წაუგებლად თამაშობდა. მას “ლადიამ” 2.5:1.5 სძლია. შედეგად, ამ კლუბებს და კიდევ ერთ რუსულ კოლექტივ – “უგრას” 4-4 ქულა მოუგროვდათ დ “ნონას” უმთავრესი კონკურენტები არიან.

მე-4 ტურში ქართული კლუბის მეტოქე სწორედ ხსენებული “უგრა” იქნება, “ნაშე ნასლედია” გერმანულ “ბად კონიგსჰოფენს” ეთამაშება, “ლადია” – ებრაულ “რიშონ ლეციონს”, “ჰერცლია” კი – “მონტე-კარლოს”. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს ტურნირზე პირველი განთესვა გააჩნია, პირველი მოგება კი სწორედ მე-3 ტურში მიითვალა “ბად კონიგსჰოფენთან”.

0.117359