ჩოგბურთელ მამაკაცთა შორის რეიტინგსიის მოწინავე მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის სპორტის აკადემიამ (the United States Sports Academy) წლის მსოფლიოს ნომერ პირველ სპორტსმენად დაასახელა. ამის თაობაზე ცნობა NBC Sports-მა გაავრცელა. სერბი ჯოკოვიჩი ამერიკის სპორტის აკადემიის რიგით 27-ე ლაურეატია.
“ნოლემ” წლეულს 10 ტიტული მოიპოვა, მათ შორის 3 სადიდსლემო შეჯიბრების ჩემპიონი გახდა და სეზონის განმავლობაში სარეკორდო (5) რაოდენობის “მასტერსზე” იმარჯვა. ამასთან, ჯოკოვოჩმა 2011-ში ჩატარებული 76 მატჩიდან 70-ში იმარჯვა.
ქალთა შორის საუკეთესოდ მეგოლფე იანი ჩენი სცნეს.







