თამაშგარე

15:07 | 12.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლეტა დეპრესიაშია

ცნობილი ბულგარელი მოდელი - ნიკოლეტა ლოზანოვა, რომელიც “ლეჩეს” 26 წლის ფეხბურთელის - ვალერი ბოჟინოვის მეუღლეა, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში იმყოფება. 24 წლის ნიკოლეტამ პატარა ნიკოლი 1-ელ აპრილს გააჩინა, თუმცა დღემდე საავადმყოფოშია.

ექიმების განცხადებით, მშობიარობას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, მაგრამ რკინისა და გემოგლობინის დონე ლამაზმანის სისხლში საკმაოდ დაბალია. 
დადებით ემოციებს მოდელს არც ის ფაქტი მატებს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მის გვერდით ვალერიც არ იმყოფება. საავადმყოფოს კედლები კი, ახალგაზრდა დედას საოცრად თრგუნავენ. ნიკოლეტას შინ დაბრუნება სურდა, თუმცა ექიმებმა ნება არ დართეს და მათი ზედამხედველობის ქვეშ დარჩენის სისწორეში დაარწმუნეს.
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100152