ჭადრაკი

23:01 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლაძე ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება. 5 ტურის თავზე ტურნირს ერთპიროვნულად სოფიო ნიკოლაძე (2174) ლიდერობს, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.

ნიკოლაძეს ნახევარი ქულით სოფიო გვეტაძე (2313) ჩამორჩება, ხოლო ნინო ხომერიკის (2063) აქტივში 4.0 ქულაა.

მე-6 ტურში გვეტაძე ნიკოლაძეს ეთამაშება, ხოლო ხომერიკის მეტოქე მარიამ ჭოლაძე (1909) იქნება.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109716