“შვილო, თუ გინდა დიდი ფეხბურთი ითამაშო, არასოდეს ახლოს არ გაეკარო არც თამბაქოს და არც ალკოჰოლს“ – დანიელ ფეხბურთელს, ნიკლას ბენდტნერს საკუთარი მამა თურმე გამუდმებულად ასე არიგებდა. როგორც ნიკლასი ამბობს, მამის დარიგებები ბავშვობაში ყელში ჰქონდა ამოსული და ცდილობდა შეგონებებისაგან თავი დაეღწია.
ნიკლას ბენდტნერი ასევე იხსენებს თავის ბავშვობას, როდესაც მის გარშემო მოფუსფუსე ახალგაზრდების უმეტესობა გამუდმებით იყენებდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რაც ბენდტნერში ყოველთვის პროტესტს იწვევდა. დანიელ ფეხბურთელს სწორედ ამ დროს გამოადგა მამის შეგონებები.
დღეს, როდესაც ნიკლას ბენდტნერი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გახდა, აღიარებს, რომ თავადაც ზუსტად ისეთივე მშობელი იქნება, როგორიც მამამისი იყო და ზუსტად ისევე დაარიგებს თავის შვილებს, როგორც ამას მამამისი აკეთებდა. ნიკლასის აზრით, ბავშვისათვის მუდმივად ჭკუის დარიგებას საბოლოო ჯამში დადებითი შედეგი მოაქვს.







