ჭადრაკი

21:47 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძე თითქმის ჩემპიონია

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

22 ივნისს, ბოლოსწინა, მე-10 ტურის პარტიები გათამაშდა. აღნიშნულ ტურში დიდ ინტერესს იწვევდა პარტიები ლიდერთა მონაწილეობით. ერთპიროვნულმა ლიდერმა, საერთაშორისო ოსტატმა გაიოზ ნიგალიძემ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა, შავებით დავით ლომსაძე დაამარცხა, ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

არანაკლებ ინეტერესს იწვევდა შეხვედრა მეორე ადგილზე მყოფ ლუკა პაიჭაძის მონაწილეობით, რომელიც ერთადერთია ნიგალიძეს ჩემპიონობას რომ ეცილება. პაიჭაძემ ვერ შეძლო 6,5 ქულით მე-4 ადგილზე მყოფ კონსტანტინე შანავას დამარცხება, ყაიმს დასჯერდა და ახლა, ნიგალიძისგან ერთი ქულა აშორებს.

თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა უკეთესი კოეფიციენტის მქონე სპორტმენს მიენიჭება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ტურში ნიგალიძე თეთრებით ყუფარაძეს ეთამაშება და ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნის, ხოლო პაიჭაძე შავებით რეიტინგ ფავორიტ მიხეილ მჭედლიშვილს ხვდება, სასწაული უნდა მოხდეს, ნიგალიძემ ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვას. რადგან სასწაული იშვიათად ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ნიგალიძე თითქმის ჩემპიონია.

მე-10 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

გიგა ყუფარაძე-მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5

ლუკა პაიჭაძე-კონსტანტინე შანავა 0,5:0,5

ლევან ფანცულაია-დავით მაღალაშვილი 0,5:0,5

ლევან ზარქუა-დავით ჯოჯუა 0:1

მერაბ გაგუნაშვილი-ფრიდონ ყალაგაშვილი 1:0

დავით ლომსაძე-გაიოზ ნიგალიძე 0:1

სატურნირო მდგომარეობა 10 ტურის შემდეგ

I-ნიგალიძე 8,5

II-პაიჭაძე 7,5

III-ჯოჯუა 7,5

IV-შანავა 6,5

V-VII-მჭედლიშვილი, ყუფარაძე, გაგუნაშვილი 6,0-6,0

VIII-ფანცულაია 5,0

IX-მაღალაშვილი 3,5

X-ლომსაძე 2,5

XI-ზარქუა 1,5

XII-ყალაგაშვილი 0

მე-11 ტურის შეხვედრათა განრიგი

ნიგალიძე-ყუფარაძე

ყალაგაშვილი-ლომსაძე

ჯოჯუა-გაგუნაშვილი

მაღალაშვილი-ზარქუა

შანავა-ფანცულაია

მჭედლიშვილი-პაიჭაძე


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094282