ჭადრაკი

1:10 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძე ლიდერთა შორის რჩება

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე (2536) აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ლიდერთა შორის რჩება. მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლის (2656) დაუზავდა და 4.5 ქულა მოაგროვა.

ნიგალიძე დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზეა, მისდარი მონაგარი კი რუსებს ალეკსანდრ შიმანოვს (2636) და ბორის სავჩენკოს (2559) და აზერბაიჯანელებს – ხსენებულ საფარლის, რაუფ მამედოვს (2660) და გადირ გუსეინოვს (2621) გააჩნიათ.

4.0 ქულით მე-12 ადგილამდე აღზევდა მერაბ გაგუნაშვილი (2560), რომელმაც შავი ფიგურებით მისრატდინ ისკანდაროვი (2403) დაამარცხა.

ნახიჭევანში მოთამაშე კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკის მაჩვენებლები იდენტურია. კონსტანტინე შანავას (2551), ლუკა პაიჭაძეს (2535) და ლევან ფანცულაიას (2573) 3.5-3.5 ქულა გააჩნიათ და შესაბამისად, მე-15, მე-16 და მე-18 პოზიციები უკავიათ.

გასულ ტურში შანავა თეთრებით ვუგარ რასულოვს (აზერბაიჯანი, 2512) დაუზავდა, პაიჭაძე შავებით მამედოვთან დამარცხდა, ხოლო ფანცულაიამ თეთრებით ურფან სევდიმალიევს (2354) სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11131