ჭადრაკი

21:13 | 6.02.2014 | ნანახია 2412 - ჯერ

ნიგალიძე კვლავ საუკეთესოა

დასრულდა საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 73-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა. თუ არ ჩავთვლით ვაჟთა შორის საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკე ბაადურ ჯობავას, აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ყველა მოჭადრაკე მონაწილეობდა, რომლებმაც 73-ე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ჩემპიონატში ყველაზე მეტი 8.5 ქულა მოქმედმა ჩემპიონმა, გაიოზ ნიგალიძემ დააგროვა, რომელმაც უახლოეს მდევარ მერაბ გაგუნაშვილს ნახევარი ქულით გაასწრო და ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. გაგუნაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, იგი 7.5 ქულის მფლობელ თორნიკე სანიკიძეს გადაეცა, რომელმაც ამდენივე ქულის მქონე დავით ჯოჯუას უკეთესი კოეფიციენტით აჯობა.

მეხუთე ადგილზე ლევან ფანცულაია გავიდა. ამ უკანასკნელმა 6.5 ქულა დააგროვა. პირველ-მეხუთე ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს, მათ შესაბამისად 5500, 4500, 3500, 2500 და 1500 ლარი გადაეცათ. ფულადი პრიზის, ოქროს მედლისა და დიპლომის გარდა ნიგალიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახდა.

პირველ-მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკეები (ნიგალიძე, გაგუნაშვილი) 2014 წლის ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დაფინანსდებიან. სამივე პრიზიორი (ნიგალიძე, გაგუნაშვილი, სანიკიძე) უკონკურსოდ ითამაშებენ 2015 წლის ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე.

ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნიგალიძე – შანავა – 0.5-0.5

გაგუნაშვილი – პაიჭაძე – 0.5-0.5

ფანცულაია – ჯოჯუა – 0.5-0.5

გვეტაძე – ყაშაშვილი – 1-0

ბენიძე – სანიკიძე – 0-1

ჭიღლაძე – მჭედლიშვილი – 0.5-0.5

ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. გაიოზ ნიგალიძე – 8.5 ქულა
  2. მერაბ გაგუნაშვილი – 8.0
  3. თორნიკე სანიკიძე – 7.5
  4. დავით ჯოჯუა – 7.5
  5. ლევან ფანცულაია – 6.5
  6. მიხეილ მჭედლიშვილი – 5.5
  7. კონსტანტინე შანავა – 5.5
  8. ლუკა პაიჭაძე – 4.5
  9. ალექსანდრე ყაშაშვილი – 4.0
  10. სოფო გვეტაძე – 4.0
  11. დავით ბენიძე – 3.0
  12. ივერი ჭიღლაძე – 2.0

 

 

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:24 | 06.02.2014
gudu1985 (523)

ეს ერთი და სხვა მრავალი!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080411