ფეხბურთი

14:20 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "პროვოკაცია მოტივაციას მმატებს"

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნეიმარმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე პორტუგალიელები მის პროვოცირებას ცდილობდნენ.

"მცირე ტკივილს ახლაც განვიცდი, მაგრამ საბრძოლველად მზადყოფნაში ვარ. მატჩის შემდეგ ჩანაწერი ვნახე, სადაც ჩანს თუ როგორ განზრახ მოდიოდნენ მეტოქეები პროვოკაციაზე. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ასეთი სახის პროვოკაცია სტიმულის მომცემია", - აღნიშნა ნეიმარმა.

ბრაზილიის და "ბარსელონას" და თავდამსხმელი პორტუგალიასთან გამართული მატჩით კმაყოფილია:

"პორტუგალიასთან ჩატარებული მატჩები ყოველთვის დიდი სპექტაკლია. პორტუგალია ყოველთვის ძლიერად ასპარეზობს. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და საერთოდაც, გუნდმა ლამაზი ფეხბურთი უჩვენა მაყურებელს."

გუშინ, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას, ამხანაგურ მატჩში 3:1 მოუგო. 21 წლის ფეხბურთელმა 34-ე წუთზე სამხრეთამერიკელები 2:1 დააწინაურა.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113746