ფეხბურთი

15:39 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ბრაზილიამ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა”

კონფედერაციის თასის გათამაშების ფინალური მატჩის შემდეგ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა და უკვე ნამდვილმა ვარსკვლავმა ნეიმარმა, ფიფას ოფიციალურ ვებგვერდს მცირე ინტერვიუ მისცა.

-ნეიმარ, როგორ ფიქრობთ, ამ ტურნირის მოგებას, თქვენი მომავალი კარიერისთვის მნიშვნელობა ექნება?

-ერთი ნამდვილად ვიცი, რომ ეს გამარჯვება მთელი გუნდისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ესპანელებთან მართლაც ფანტასტიკური თამაში გამოდგა. ცოტა ხნით მთელი მსოფლიო გაჩერდა, რათა ჩვენთვის ეცქირა.

-ორი კვირის წინათ, წარმოიდგენდით, რომ ყველაფერი ნასე ლამაზად დამთავრდებოდა?

-სიმართლე გითხრათ, არა (იცინის). ახლა კი, უბედნიერესი ვარ, რომ ყველაფერი ასეთ მაჟორულ ნოტაზე დამთავრდა.

-როგორ ფიქრობთ, იაპონიასთან პირველ მატჩში გატანილმა თქვენმა გოლმა, მოგიხსნათ ფსიქოლოგიური წნეხი?

-(იცინის) დიდ ყურადღებას ისედაც არ ვაქცევდი იმ ხალხის ნაუბარს, ვინც მაკრიტიკებდა. უბრალოდ, ჩემი გუნდის დახმარება მინდოდა ნებისმიერი მეთოდით, იქნებოდა ეს ჯარიმა, გარღვევა, თუ გოლი. ცხადია, მე-3 წუთზე გატანილმა ჩემმა გოლმა ფრთები შეგვასხა.

-ფინალში მარცხენა ფეხით შესანიშნავი გოლი გაიტანეთ და დაამტკიცეთ, რომ ორივე ფეხით კარგად თამაშობთ.

-სულ ვსწავლობ და ვსწავლობ. ბავშვობაში მამა მეუბნებოდა: არ უნდა არჩევდე რომელი ფეხით დაარტყამ. მარცხენაზე მოგივა ბურთი, მარცხენათი დაარტყი, მარჯვენაზე – მარჯვენათი. მგონი, დარიგება კარგად შევისმინე (იცინის). ფინალში, იმ მომენტში ბურთი მარცხენა ფეხზე მომივიდა და საბედნიეროდ, კარგი დარტყმა გამომივიდა.

-თქვენმა მომავალმა თანაგუნდელებმა, მოგილოცეს?

-დიახ. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ფეხბურთელებთან მომიწევს თამაში, ვისითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.

-ვითომ, ამის შემდეგ მეტად დაგაფასებენ?

-(იცინის) არა. უბრალოდ, ისე დამაფასებენ, როგორც დიდ კლუბებში სჩვევიათ ხოლმე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116183