ჭადრაკი

23:43 | 13.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალს ორნი მიუახლოვდნენ

თურქეთის ქალაქ ანთაქიაში მიმდინარე მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტურნირზე მეოთხედფინალის პირველი პარტიები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასვლის ფავორიტებიც გამოიკვეთნენ.
განმეორებითი პარტიების წინ საუკეთესო მდგომარეობაში ინდოელი ჰუმპი კონერუ (2600) და ჩინელი იიფან ჰოუ (2591) არიან, რომელთაც ქულის აღება მოახერხეს. განსაკუთრებით კარგად საქმე ჰოუს აქვს, ვინაც უკრაინელი კატერინა ლაჰნო (2522) შავი ფიგურებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მიმდინარე ტურნირი 24 დეკემბრამდე გასტანს, მისი საპრიზო ფონდი კი 450 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 60 ათასს მიიღებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ანთაქია (თურქეთი). 2-25 დეკემბერი
მეოთხედფინალი

ლუფეი რუანი (ჩინეთი, 2480) – დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი, 2525) 0.5:0.5
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2600) – ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2524) 1:0
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2591) – კატერინა ლაჰნო (2522) 1:0
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2474) – ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2460) 0.5:0.5

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087761