რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა. ესენი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა, უკრაინელი ანა უშენინა, ინდოელი დრონავალი ჰარიკა არიან და ჩინელი ვენჯუნ ჟუ არიან.
მეოთხედფინალში სტეფანოვამ ფრანგი მარი სებაგი ტაი-ბრეიკზე 3:1 დაამარცხა, დრონავალიმ ჩინელ ქსუე ჟაოს 2.5.15 სძლია, უშენინამ რუს ნადეჟდა კოსინცევას კლასიკურ პარტიებშივე აჯობა – 1.5:0.5, ყველაზე ხანგრძლივი კი ჩინელების – ჟუს და ქიან ჰუანგის დაპირისპირება გახლდათ. ამ დავაში ჟუმ 3.5:2.5 იმარჯვა.
ნახევარფინალებში ერთმანეთს სტეფანოვა-ჰარიკა და ჟუ-უშენინა გაეჯიბრებიან. კლასიკური პარტიები 23 და 24 ნოემბერს შედგება, ტაი-ბრეიკისთვის კი 25 ნოემბერია გამოყოფილი.







