ფეხბურთი

14:17 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავალოვსკი სიმბოლურში მეორედ მოხვდა

მიმდინარე სეზონში, ტიხვინის “ტოსნოს” ქართველი მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში internetportal onedivision.ru-ს ვერსიით მეორედ მოხვდა.

მე-7 ტურში, “ტოსნო” სტუმრად ძერჟინსკის “ხიმიკს” დაუზავდა – 2:2. მატჩის მსვლელობისას ტიხვინელები 0:2 აგებდნენ და onedivision.ru-ს აზრით ნავალოვსკის დიდი დამსახურებაა, რომ სტუმრებმა ქულა აიღეს.

“მეორე ტაიმში, როდესაც “ტოსნოს” ორბურთიანი ჰანდიკაპი უნდა აღმოეფხვრა, ნავალოვსკი გუნდის ძრავად მოგვევლინა. ის ტრადიციულად ფლანგზე აქტიურობდა, პირველ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა და ასევე, გუნდში ორთაბრძოლების მოგების რიცხვით მეორე აღმოჩნდა – 15 (70%).

აქვე გეტყვით, რომ “ტოსნოში” ნავალოვსკის გარდა, მეკარე ნუკრი რევიშვილი და ნახევარმცველი მიხეილ გორელიშვილი თამაშობენ. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095359