სხვა

19:36 | 28.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნარდში "პირველმა არხმა" იმარჯვა

ბაგებში მდებარე “ვარსკვლავთა კლუბში” დღეს, გოგი ბუკიას სახელობის ტელეჟურნალისტთა ტურნირი ჩატარდა ნარდში. გოგი ბუკია, ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი გახლდათ, ამასთან გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის”, საქინფორმისა და საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტი იყო ხობში. ხსენებული ტურნირი საქველმოქმედო ფონდ “ხობის” მხარდაჭერით, წლეულს პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს. შეჯიბრებაში 22 ჟურნალისტი და ოპერატორი მონაწილეობდა. პირველი ადგილი პირველი არხის ოპერატორმა ირაკლი ბრეგვაძემ დაისაკუთრა, მეორე “იმედის” ოპერატორი ზურა მჭედლიშვილი იყო, ხოლო მესამე – “რუსთავი 2”-ის ოპერატორი გიორგი მაისურაძე.
ქალთა შორის ჩემპიონის ტიტულს ტელეკომპანია “პიკის” ჟურნალისტი ცირა ლაბაური დაეუფლა. სხვადასხვა პრიზებთან ერთად გამარჯვებულები ლიცენზიას მიიღებენ, რომლითაც საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მიენიჭებათ. ეს ტურნირიც გოგი ბუკიას სახელობისაა და 1-5 აგვისტოს ჩაქვში გაიმართება.

 

რუსუდან ჭუმბურიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098008