სხვა

16:38 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნანძინი 2014: თამაზ კირაკოზაშვილი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია!

ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა გუნდმა ნანძინში მიმდინარე მსოფლიოს მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა: ძიუდოისტმა თამაზ კირაკოზაშვილმა 81 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლს დაეუფლა!

პირველ წრეში კირაკოზაშვილი, რომელიც იყო გახსნის ცერემონიალზე  ლიმპიური გუნდის მედროშე, ისვენებდა, მეორე ეტაპზე კი ისრაელის წარმომადგენელი იდან ვარდი დაამარცხა. 1/4-ფინალში მან ავსტრიელ მარკო ბუბანიას აჯობა, ფინალის საგზური კი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კირაკოზაშვილი რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩვენი გუნდის მეორე ძიუდოისტს, 52 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილს – III ადგილისთვის პაექრობა მან კორეელ ლი ჰეიკონგთან დათმო. მანამდე მარიამმა მადაგასკარელი მიჰანტა სანდრინა ანდრიამიფეი და პუერტორიკოელი პაოლა აკევედუ დაამარცხა, 1/2-ფინალში კი თავად წააგო მომავალ ჩემპიონთან, ბრაზილიელ ლაიანა კოლმანთან.

0.109516