ჩოგბურთი

16:03 | 30.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ნადალისა და შარაპოვას ახალი ორიენტირები

ბარსელონას მამაკაცთა და შტუტგარტის ქალ ერთეულთა ტურნირების მოგება ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ამასთან ამ შეჯიბრებების გადამწყვეტ შეხვედრაში მოპოვებული წარმატება რაფა ნადალისა და მარია შარაპოვასთვის სტატისტიკური თვალსაზრისითაც გამოსაყოფია. კატალონიის დედაქალაქში დავიდ ფერერის ძლევის შემდეგ ნადალი პირველი მოთამაშე შეიქნა, რომელმაც 2 ტურნირი შვიდჯერ ან მეტჯერ მოიგო. წინა საასპარეზო კვირას მალიორკელმა მერვედ იჩემპიონა მონტე კარლოში, გუშინ კი რაფამ მეშვიდედ იმარჯვა ბარსელონაში. 2005 წლიდან მოყოლებული ნადალმა გრუნტის საფარიან კორტზე 214 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 206 (!) მოიგო. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბარსელონას ტურნირზე მხოლოდ ესპანელი ჩოგბურთელები იმარჯვებენ. ნადალის გარდა პირველობა კარლოს მოიამ (2003), ტომი რობრედომ (2004) და ფერნანდო ვერდასკომ (2010) მოიპოვეს.
შტუტგარტის ტურნირს რაც შეეხება, ფინალში პლანეტის ნომერ პირველი ჩოგნის ვიკტორია აზარენკას ძლევის შემდეგ მარია შარაპოვამ კარიერის განმავლობაში საიუბილეო, 25-ე ასპარეზობა მოიგო. “მიუხედავად იმისა, რომ ვიკა ტრავმირებულია და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ მოახერხა, შტუტგარტში შეჯიბრების მთავარი პრიზის მოპოვებით ბედნიერი ვარ”, - განაცხადა შარაპოვამ ბელარუსი ჩოგბურთელის 2 სეტით, 6:1, 6:4 დამარცხების შემდეგ.
დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგებს რაც შეეხება, ქალთა შორის მოწინავე ათეული კვლავინდებურად უცვლელია, მამაკაცებში კი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და ამერიკელი ჩოგბურთელები მონაცვლეობით იკავებენ მეათე პოზიციას. ამჯერად ჯონ იზნერის “რიგი დადგა”, რომელმაც პატაგონიელი მეთერთმეტე ადგილამდე დააქვეითა, თავად კი მეათეა. ამრიგად, მამაკაცთა შორის საუკეთესოთა ათეულში 2-2 წარმოდგენელი ჰყავს სერბეთს, ესპანეთსა და აშშ-ს.


ATP Rankings

1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 13020
2 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 10170
3 (3)    როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8880
4 (4)    ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7860
5 (5) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4830
6 (6)    დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4280
7 (7)    ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4080
8 (8)    იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 2820
9 (9) მარდი ფიში (აშშ) 2725
10 (11)    ჯონ იზნერი (აშშ) 2620


WTA Tour Rankings
 
1 (1)    ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 9020
2 (2)    მარია შარაპოვა (რუსეთი) 8280
3 (3)    პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)    7170
4 (4)    აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 6710
5 (5)    სამანტა სტოსური (ავსტრალია) 5825
6 (6)    კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 5330
7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 5020
8 (8)    ლი ნა (ჩინეთი) 4940
9 (9)    სერენა უილიამსი (აშშ) 4300
10 (10)    ვერა ზვონარიოვა (რუსეთი) 3775



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094744