რაფა ნადალმა მონტე კარლოს Rolex Masters-ის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის 2 სეტით დამარცხების შემდეგ ამ რანგის ტურნირებზე თავისი მეოცე საჩემპიონო ტიტულის დაუფლება იზეიმა. ასე და ამგვარად, რაფამ “მასტერზ1000”-ის შეჯიბრებების სარეკორდო რაოდენობის გამარჯვება დაუგროვდა. გუშინდლამდე მალიორკელსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 20-20-ჯერ ჰქონდათ მოგებული ეს ტურნირები.
მამაკაც წყვილთა ასპარეზობაში მესამედ იმარჯვეს ამერიკელმა ძმებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა. გადამწყვეტ მატჩში დედმამიშვილების ტანდემმა მაქს მირნისა და დანიელ ნესტორის დუეტს 6:2, 6:3 მოუგო და ნადალის მსგავსად, ბრაიანებმაც მეოცე სამასტერზო ტიტული დაიმსახურეს.
დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგებს რაც შეეხება, ქალების საუკეთესო ათეულში აგერ უკვე მეორე კვირაა ცვლილება არ ხდება, მამაკაცთა უძლიერეს ათეულში კი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაბრუნდა. მარდი ფიშმა აშშ-ის საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელობა კი მას შემდეგ დაიბრუნა, რაც მისი თანამემამულე ჯონ იზნერის მიერ წინა კვირას დაკავებულ ადგილამდე (9) აღზევდა, იზნერი კი სადღეისო კლასიფიკაციით მეთერთმეტე პოზიციაზეა.
ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 13270
2 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 9715
3 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8880
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7860
5 (5) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4830
6 (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4160
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4080
8 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 2820
9 (10) მარდი ფიში (აშშ) 2725
10 (11) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 2700
WTA Tour Rankings
1 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8980
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 7930
3 (3) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 7095
4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 6630
5 (5) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 5825
6 (6) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 5330
7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 5020
8 (8) ლი ნა (ჩინეთი) 4880
9 (9) სერენა უილიამსი (აშშ) 4300
10 (10) ვერა ზვონარიოვა (რუსეთი) 3895







