ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო შაფათავა აშშ-ში სურპრაისის 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა გათამაშებას გამოეთიშნენ და ასპარეზობას მხოლოდ წყვილთა რანგში გააგრძელებენ.
გორგოძე ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა და ასევე საკვალიფიკაციო ბადის ერთ-ერთ გამარჯვებულ კანადელ ჰეიდი ელ ტაბახთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა, ხოლო შაფათავამ მე-4 ნომრად განთესილ ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვასთან 2:6, 2:6 წააგო.
წყვილთა მეოთხედფინალში გორგოძე და შაფათავა მე-3 ნომრად მიჩნეულ რუმინეულ-რუსულ დუეტს (ბუზარნესკუ-სოლოვიევა) გაეჯიბრებიან.







