ფეხბურთი

18:09 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი: “ბორუსიაში” გულშემატკივრების გულისთვის გადავედი”

დონეცკის “შახტარის” ყოფილმა ნახევარმცველმა გენრიხ მხითარიანმა დორტმუნდში ჩასვლისას პირველი ინტერვიუ მისცა იქაურ ტელევიზიას და თქვა, რომ “ბორუსიაში” მისი გადასვლა დიდწილად გუნდის გულშემატკივრებმა განაპირობეს.

“ბორუსიაში” გადმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, - თქვა სომხეთის ნაკრებისა ლიდერმა, - რადგან ვიცი, რომ ეს დიდი ისტორიის გუნდია, ჩინებული მწვრთნელითა და ფეხბურთელებით. “შახტარში” ყოფნისას დორტმუნდში მომიწია თამაშმა და გაოგნებული დავრჩი გულშემატკივართა შემართებითა და საერთოდ, სტადიონზე არსებული ატმოსფეროთი. ვიმედოვნებ, ქომაგებს მეც მალე შევაყვარებ თავს. ჩემი მიზანია, “დორტმუნდთან” ერთად ყოველ მატჩში გავიმარჯვო”.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13158