ჭადრაკი

13:27 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელის სახელობის ტურნირი მგელაძემ მოიგო

თბილისის  ჭადრაკის სასახლეში ეროვნული ოსტატის, ნაადრევად დაღუპული ახალგაზრდა მწვრთნელის უჩა ჩხუტიაშვილის მემორიალი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღო 16 მოჭადრაკემ.

მათ შორის იყვნენ დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები, აგრეთვე ეროვნული ოსტატები. ასპარეზობა გაიმართა წრიული სისტემით. 15 შესაძლებლობიდან 13-13 ქულით პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს ოსტატებმა, რუსთავის წარმომადგენელმა თამაზ მგელაძემ და ქუთაისელმა სულხან სირბილაძემ. დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და უჩა ჩხუტიაშვილის სახელობის თასი ერგო თამაზ მგელაძეს. 10.5-ქულით მესამე ადგილი დაიკავა  საერთაშორისო ოსტატმა ალექსანდრე ყაშაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097166