ფეხბურთი

16:56 | 8.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალზე დამსწრებთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

 

მსოფლიოს ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, 64 დაგეგმილი მატჩიდან 62 ჩატარდა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინანსურ ასპექტებზე მომუშავე სპეციალისტთა შიშები არ გამართლდა. ბუღალტრეს ჯერ საბოლოოდ არ დაუჯამებიათ შემოსავალ-გასავალი, თუმც აქედანვე ჩანს რომ მუნდიალი უკმაყოფილოს არ დატოვებს ორივე ორგანიზატორ მხარეს - არც სამხრეთ აფრიკას და არც ფიფა-ს.
მატჩებზე დასწრება საკმაოდ მაღალია, 62 თამაშში საშუალოდ 49,134 ადამიანი მივიდა სტადიონზე, საერთო რიცხვმა კი გერმანია ესპანეთის ნახევარფინალის შემდეგ 3 მილიონს გადააჭარბა და ეს გახლავთ მუნდიალებისთვის მესამე მაჩვენებელი 1994 აშშ-ს და 2006 გერმანიის ჩემპიონატის შემდეგ. გამოდის, სამხრეთაფრიკელებს უაზროდ არ უწვალიათ ახალი სტადიონების ასაშენებლად, რომელთაგან მხოლოდ ერთია 40 ათასზე ნაკლები ტევადობის. და მაინც, როცა დასწრებაზე ჩამოვარდება საუბარი, ფეხბურთის მაყურებელი თუ მომხმარებელი იოლად გაიხსენებს თავისუფალ ადგილებს სამხრეთ აფრიკის ათივე სტადიონზე, რომლებიც ძნელად ივსებოდნენ ყველაზე დაძაბული და მაღალრეიტინგიანი თამაშების დროსაც კი.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096497