ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლებულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში მე-6 ტურის პარტიები შედგა და მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. ერთპიროვნული ლიდერი ჩინეთის ნაკრები ქულათა მაქსიმუმით კი ლიდერობს, თუმცა, მთავარ კონკურენტებთან შეხვედრები ჯერაც წინ აქვს, ამდენად, ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ შორია.
სამეულში ადგილს ინარჩუნებს საქართველოს ნაკრები, რომელიც ამჯერად უკრაინას დაუპირისპირდა და ყაიმს დასჯერდა. პარტიები დაზავებით ნანა ძაგნიძემა და სალომე მელიამ დაასრულეს, რის შემდეგაც ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით იმარჯვა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით, თუმცა, ნინო ხურციძის მარცხმა უკრაინელებს გადარჩენის საშუალება მისცა.
ახლა, ქართველ მოჭადრაკეთა აქტივში 8 ქულაა და ისინი რუსებს დამატებითი მაჩვენებლებითYუსწრებენ. სხვათა შორის, რუსეთის გუნდმა 9 ქულით მეორე ადგილზე მყოფ ინდოელებს პირველი მარცხი აგემა და საპრიზო ადგილებზე ისევ რეალურ პრეტენზიას აცხადებს.
მომდევნო მე-7 ტურში ცენტრალური ჩინეთისა და საქართველოს დაპირისპირება იქნება, ბრძოლას უნდა ველოდეთ უკრაინა-სომხეთის დაპირისპირებაშიც, ინდოეთსა და რუსეთს კი, შესაბამისად, საბრეძნეთისა და თურქეთის სახით შედარებით იოლი მეტოქეები ჰყავთ.
2011 წლის მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. მარდინი (თურქეთი)
მე-6 ტური
უკრაინა – საქართველო 2:2
ანა უშენინა (2463) – ნანა ძაგნიძე (2516) 0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი (2497) – მარია მუზიჩუკი (2460) 1:0
ნატალია ჟუკოვა (2427) – ნინო ხურციძე (2440) 1:0
სალომე მელია (2392) – ტატიანა ვასილევიჩი (2412) 0.5:0.5
ჩინეთი – საბერძნეთი 3:1
ინდოეთი – რუსეთი 1:3
თურქეთი – ვიეტნამი 0.5:3.5
სამხრეთ აფრიკა – სომხეთი 0:4
სატურნირო მდგომარეობა
12 – ჩინეთი; 9 – ინდოეთი; 8 – საქართველო, რუსეთი; 6 – უკრაინა, სომხეთი, ვიეტნამი; 4 – თურქეთი; 1 – საბერძნეთი; 0 – სამხრეთ აფრიკა;
მე-7 ტური
საქართველო – ჩინეთი
სომხეთი – უკრაინა
ვიეტნამი – სამხრეთ აფრიკა
რუსეთი – თურქეთი
საბერძნეთი – ინდოეთი







