სხვა

12:03 | 11.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მთამსვლელთა მუზეუმის გახსნა და საიბილეო ღონისძიებები

10 ოქტომბერს, ვერის ბაღში მდებარე ალპურ კლუბში საქართველოს მთამსვლელთა მუზეუმი გაიხსნა და ბოლდერინგში მეკლდეურობის შეჯიბრება ჩატარდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მთამსვლელობის ეროვნული ფედერაციის, მთამსვლელობის ფედერაციის და მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქართული სპორტული ალპინიზმის 90 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები ტარდება.

მუზეუმის გახსნა და ბოლდერინგში მეკლდეურების შეჯიბრებაც 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და მათთან ერთად ვეტერანი და მოქმედი მთამსვლელები, ასევე მთამსვლელთა ფედერაციის წარმომადგენელები დაესწრნენ. სტუმრებმა ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს, შემდეგ კი ბოლდერინგში ჩატარებულ ტურნირს დაესწრნენ.

ქართული ალპინიზმის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია ღონისძიებები თბილისსა და სტეფანწმინდაში:

10 ოქტომბრიდან თბილისში, ვერის ბაღში საქართველოს ალპურ კლუბში იმუშავებს საქართველოს მთამსვლელობის მუზეუმი და ჩატარდება შეჯიბრებები ბოლდერინგში

11 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მთამსვლელთა ფედერაციების ერთობლივი საიუბილეო საღამო ქ. სტეფანწმინდაში.

12 ოქტომბერს დაღუპულ მთამსვლელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში.

22 ოქტომბერს ქართული ალპინიზმის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი დასკვნითი საიუბილეო საღამო და ვეტერან მთამსვლელთა დაჯილდოების ცერემონიალი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111588