ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (www.iffhs.de) მსოფლიოს 350 საუკეთესო კლუბის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ქართული კლუბია: თბილისის “დინამო”, “ზესტაფონი” და რუსთავის “მეტალურგი”. “დინამოს” პროგრესი აშკარაა – მოლდოვურ “მილსამისთან” მოგებამ 22 საფეხურით წასწია წინ და 102-ე ადგილზეა. “მეტალურგი” ივნისში არ იყო 350-ეულში, ახლა კი 295-ე პოზიციაზეა, ხოლო “ზესტაფონი” 7 ადგილით დაქვეითდა.
ლიდერი, რა თქმა უნდა, ესპანური “ბარსელონაა”, რომელსაც მოსისხლე მადრიდის “რეალი” მისდევს.
1 (1). ბარსელონა – 317
2 (2). რეალი – 307
3 (3). პორტუ – 291,5
4 (4). მანჩესტერ იუნ. – 285
5 (5). მანჩესტერ სიტი – 254
6 (6). ვილიარეალი – 250
7 (7). ინტერი – 246
8 (10). ველეს სარსფილდი – 239
9 (13). სანტოსი – 236
10 (8). დინამო კიევი – 222,5
102 (124). დინამო თბილისი – 118,5
168 (161). ზესტაფონი – 94
295 (420). მეტალურგი - 72
ეს რეიტინგი ბოლო ერთი წლის შედეგებით დგება და მასში ითვლება როგორ საერთაშორისო, ასევე შიდა ჩემპიონატში და თასზე ნაჩვენები შედეგები. რა თქმა უნდა, რეიტინგი გუნდების რეალურ ძალას ვერ ასახავს და უცნაურია, როცა კიევის “დინამოს” მე-10 ადგილზე ხედავ, ხოლო მაგალითად, “ჩელსის” 28-ეზე და “მილანს” 30-ეზე.
ილია ნანობაშვილი









