ჭადრაკი

15:14 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საგზურებისთვის

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესმა ლიგამ 20 და 12-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. 20-წლიანებში გამარჯვებული სექტემბერში თურქეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს  მოიპოვებს, ხოლო 12-წლიანებში I-II ადგილებზე გასულები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საგზურების მფლობელები გახდებიან.

12-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს არაბთა გაერთიანებული ემირატების ქალაქი ელ-აინი უმასპინძლებს, ევროპის ჩემპიონატი კი 28 სექტემბრიდან სტარტს მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში აიღებს.

20-წლამდე გოგონების რეიტინგ-სიას მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი მერი არაბიძე ლიდერობს, ხოლო ჭაბუკებს საერთაშორისო ოსტატი ზურაბ ჯავახაძე უდგას სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091798