ფეხბურთი

22:53 | 13.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ბუმბერაზი სტადიონები

მსოფლიოში სულ 19 სტადიონია, რომელზეც 80000-ზე მეტი მაყურებელი ეტევა. ყველაზე ბუმბერაზი არენა კი, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ პხენიანის “1 მაისია” – 150000 კაცს იტევს. სტადიონი არცთუ ძველია, 1989 წელს აშენდა. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ მაგალითად, იყო პერიოდი, როცა ბრაზილიის ლეგენდარულ “მარაკანაზე” 200000-ზე მეტი გულშემატკივარიც ყოფილა, თუმცა, ჯერ ერთი, მაშინ ინდივიდუალური სკამები არ იყო და მეორეც - “მარაკანას” რამდენჯერმე გაუკეთეს რეკონსტრუქცია.
ცხრამეტ სტადიონს შორის, ბევრი არასაფეხბურთო ქვეყანაშია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, მალაიზია, ინდოეთი, ინდონეზია...

ისე, ევროპაში ყველაზე დიდი სარბიელი ბარსელონას “კამპ ნოუა” (99354), რომელსაც ლონდონის “უემბლი” და მოსკოვის “ლუჟნიკი” ჩამორჩებიან.

19. “გუანჯუს ოლიმპიური” (გუანჯუ, ჩინეთი)
ტევადობა: 80012
აქ თამაშობს: “გუანჯუ იუნაიტედი”
18. “სან  სირო” (მილანი, იტალია)
ტევადობა:
80074
აქ თამაშობენ: “მილანი”, “ინტერი”
17. “მონუმენტალი” (ლიმა, პერუ)
ტევადობა
: 80093
აქ თამაშობს: “უნივერსიტარიო”
16. “სანტიაგო ბერნაბეუ” (მადრიდი, ესპანეთი)
ტევადობა:
80354
აქ თამაშობს: “რეალი”
15. “სიგნალ იდუნა პარკი” (დორტმუნდი, გერმანია)
ტევადობა
: 80720
აქ თამაშობს: “დორტმუნდი”
14. “სტად დე ფრანსი” (პარიზი, საფრანგეთი)
ტევადობა:
81338
აქ თამაშობს: საფრანგეთის ნაკრები
13. “მარაკანა” (რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია)
ტევადობა
: 82238
აქ თამაშობენ: “ფლამენგო”, “ფლუმინენსე”, ბრაზილიის ნაკრები
12. “ავსტრალია” (სიდნეი, ავსტრალია)
ტევადობა:
83500
აქ თამაშობს: ავსტრალიის ნაკრები
11. “ბორგ ელ არაბი” (ბორგ ელ არაბი, ეგვიპტე)
ტევადობა:
86000
აქ თამაშობს: ეგვიპტის ნაკრები
10. “ბუნგ კარნო” (ჯაკარტა, ინდონეზია)
ტევადობა:
88306
აქ თამაშობენ: “პერსია”, ინდონეზიის ნაკრები
9. “ლუჟნიკი” (მოსკოვი, რუსეთი)
ტევადობა:
89318
აქ თამაშობენ: “სპარტაკი”, ცსკა, რუსეთის ნაკრები
8. “უემბლი” (ლონდონი, ინგლისი)
ტევადობა
: 90000
აქ თამაშობს: ინგლისის ნაკრები
7. “სოკერ სიტი” (იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა)
ტევადობა:
94700
აქ თამაშობს: სამხრეთ აფრიკის ნაკრები
6. “კამპ ნოუ” (ბარსელონა, ესპანეთი)
ტევადობა:
99354
აქ თამაშობს: “ბარსელონა”
5. “აზადი” (თეირანი, ირანი)
ტევადობა:
100000
აქ თამაშობენ: “ესტეგლალი”, “პერსეპოლისი”, ირანის ნაკრები
4. “ბუკიტ ჯალილი” (კუალა-ლუმპური, მალაიზია)
ტევადობა
: 100200
აქ თამაშობს: მალაიზიის ნაკრები
3. “აცტეკა” (მეხიკო, მექსიკა)
ტევადობა:
105000
აქ თამაშობენ: “ამერიკა”, მექსიკის ნაკრები
2. “სოლტ ლეიკი” (კალკუტა, ინდოეთი)
ტევადობა:
120000
აქ თამაშობენ: “ისტ Bენგალი”, “მოხუნ ბაგანი”, “მოჰამედანი”, “ჩირაგი”
1.“1 მაისი” (პხენიანი, ჩრდილოეთ კორეა)
ტევადობა
: 150000
აქ თამაშობს: ჩრდილოეთ კორეის ნაკრები

შენიშვნა: პირველ სურათზე ასახულია “1 მაისის” სტადიონი, მეორეზე “სოლტ ლეიკი” და ა.შ. ტევადობის მიხედვით

ილო ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17153