ჭადრაკი

22:34 | 14.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

“მსოფლიო სპორტმა” მასმედიის თასი მოიგო

14 დეკემბერს, ვერის ბაღში მდებარე თბილისი ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ წლის მონაგარი შეაჯამა. ამავე დღეს, ერთდღიანი ტურნირი ჩატარდა მინისტერიალისა და მასმედიის თასზე, სადაც, შესაბამისად საქართველოს სამინისტროებისა და მასმედიის გუნდებმა იასპარეზეს.
2010 წელს, ქართველმა მოჭადრაკეებმა ოფიციალურ ტურნირებში (ოლიმპიადა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები) 26 (8 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო) მედალი აიღეს. რაც შეეხება არაოფიციალურ, საერთაშორისო ტურნირებს, 72 საპრიზო ადგილი (41 პირველი ადგილი, 14-მეორე, 16-მესამე) იქნა მოპოვებული.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2010 წლის ნომინანტები გახდნენ:
საუკეთესო მოჭადრაკე ქალი-ნანა ძაგნიძე
საუკეთესო მოჭადრაჯე ვაჟი-ბაადურ ჯობავა
საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკეები: ქეთი წაწალაშვილი, მარიამ დანელია (ევროპის ჩემპიონები თანატოლებში)
საუკეთესო გუნდი: საქართველოს ქალთა ნაკრები (ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, სოფო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი. კაპიტანი-ნინო გურიელი)
წარმატებული მწვრთნელები: ლაშა ჯანჯღავა (წაწალაშვილსა და დანელიას მწვრთნელი), ზურაბ სტურუა (ძაგნიძის მწვრთნელი).
რაც შეეხება მინი ტურნირებს, რომლებიც წრიური სისტემით ჩატარდა, მასმედიის თასი გაზეთმა “მსოფლიო სპორტმა” (რამაზ გურგენიძე, თენგიზ ჩობანიძე, დავით ბაკურაძე), მოიგო, ხოლო სამინისტროებს შორის საუკეთესო შსს (თამარ წერეთელი , რევაზ კაკაბაძე , ლაშა ჭანტურია) იყო. მასმედიის თასზე ექვსმა გუნდმა განმოთქვა მონაწილეობის სურვილი. ესენი არიან: ტელეკომპანიები-“იმედი”, “რუსთავი-II”, პირველი არხი”, “რეალ TV” გაზეთ “მსოფლიო სპორტი” და სამსახურის გარეშე დარჩენილი ჟურნალისტების გუნდი “უჟე”.
“მსოფლიო სპორტმა” 3:0 მოუგო “იმედს”, “რუსთავი II”-ს და  ”რეალ TV”-ს , 2:1 დაამარცხა “უჟე”, ხოლო “პირველმა არხმა” “მსოფლიო სპორტთან” შეხვედრაზე უარი განაცხადა და 0:3 წაგება ჩაეთვალა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასმედიის თასი “მსოფლიო სპორტმა” მოიპოვა, რომელმაც ხუთივე შეხვედრაში გაიმარჯვა, ჩატარებული 15 პარტიიდან კი 14 მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო. II-III ადგილებზე გავიდნენ “უჟე” (ზვიად შათირიშვილი, კობა კვიკვინია, ზურა მიგრიაული) და “რუსთავი-II” (ზაქრო ინწკირველი, გოჩა თანდარაშვილი, დავით ერაძე.)
თავიდან დაფებზე პირველი ადგილები დაიკავეს და სპეციალური პრიზის მფლობელები გახდნენ.  1. გურგენიძე , 2 ჩობანიძე და 3. მიგრიაული
რაც შეეხება მინისტერიალის თასის გათამაშებას, აქ 15 გუნდმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ესენი არიან: “პარლამენტი-I” , “პარლამენტი-II”, “სოფლიოს მეურნეობის სამინისტრო”, “აფხაზეთი-I”, “აფხაზეთი-II”, “ეკონომიკის სამინისტრო-I”, “ეკონომიკის სამინისტრო-II”, “ეროვნული ბანკი”, “განათლების სამინისტრო”, “გარემოს დაცვის სამინისტრო”, “ეკონომიკის პალატა”, “სასჯელაღსრულების სამინისტრო”, “თავდაცვის “სამინისტრო”, შინაგან საქმეთა სამინისტრო”, ”სპორტის სამინისტრო”
პირველ ადგილზე გასული შსს შემდეგ, II-III ადგილები “ეროვნულმა ბანკმა” (აკაკი გელაზონია, ვახტანგ ადეიშვილი, გიორგი მაისურაძე) და “პარლამენტი-II” – მა (თეიმურაზ ჭახნაკია,  ვაჟა შუბლაძე, ეკა კემულარია) დაიკავეს.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებით დაჯილდოვდნენ. მასმედიის ტურნირის პრიზიორები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჭადრაკის თემაზე შექმნილი საფოსტო მარკებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ:
გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი): მასმედიისა და მინისტერიალის ტურნირებმა ჩვენი მოლოდინი გაამართლა. ეს ტურნირები მომავალში ტრადიციული გახდება. უფრო მეტ მონაწილეს ველოდით მასმედიის თასის გათამაშებაში.
რაც შეეხებათ სამინისტროებს, აქ იმდენი ჭადრაკის მოყვარული აღმოჩნდა მონაწილეობის მსურველი, რომ მათი თხოვნით , სამინისტროების გუნდში მოსახვედრად შესარჩევი ტურნირი ჩავატარეთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2010 წელს 26 მედალი (8 ოქრო, 7 ვერცხლი, 11 ბრინჯაო) მოიპოვა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ხანტი მანსიისკის (რუსეთი) საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი იყო, სადაც საქართველოს ახალგაზრდული გუნდით იყო წარმოდგენილი.ეს მომავლის გუნდია, რომლისგანაც მომავალში უფრო დიდ წარმატებებს ველით.
ბათუმმა ჭადრაკში ევროპის 2010 წლის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც 34 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი გამოდიოდა. შესანიშნავად იასაპრეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც 6 მედალი (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) აიღეს, ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული. მადლობის წერილები მივიღეთ ფიდესა და სხვადასხვა ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციებისაგან.
ნანა ძაგნიძე: ”დიდი პატივია ჩემთვის, რომ საქართველოს 2010 წლის საუკეთესო მოჭადრაკედ დამასახელეთ ქალთა შორის, კარგი იქნებოდა ეს წოდება 25 დეკემბერს, ანთაკიაში (თურქეთი) დასრულებულ მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის შემდეგ მიმეღო, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით. კარგი სეზონი მქონდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. ჭადრაკის ფედერაცია ყოველმხრივ მეხმარება. ვეცდები მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატეტებს მივაღწიო.
ნინო გურიელი: “მინისტერიალისა და მასმედიის თასის სახით კარგ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი. ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს, 2011 წელს ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებზე მოუწევს გამოსვლა.
ამ ტურნირზე, ჯერჯერობით, საქართველოს მედალი არ აქვს მოპოვებული და ვეცდებით ეს უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ”
დათო ბაკურაძე: “მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომელიც ხშირად ატარებს საინეტერსო ღონისძიებებს. “მსოფლიო სპორტი” სისტემატიურად მონაწილეობს ჭადრაკის ფედერაციის მიერ მოწყობილ ტურნირებში და მომავალშიც დიდი სიამოვნებით იასპარეზებს”
 

როლანდ ლაბუჩიძე 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089542