ჭადრაკი

20:16 | 16.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო მუზიჩუკსა და ანდრეიკინს დარჩათ

პოლონეთის ქალაქებში ჩოტოვასა და ჩარნაში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, გოგონათა შორის 11.0 ქულით ჩემპიონობა სლოვენიელმა ანა მუზიჩუკმა (2527) მოიპოვა, ვაჟებში კი 10.0 ქულით რუსმა დმიტრი ანდრეიკინმა (2650) იმარჯვა.
ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი სოფო გურამიშვილმა (2298) აჩვენა, რომელმაც დასკვნით ორ ტურში მხოლოდ 0.5 ქულა აიღო და 8.5 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა. 5.5 ქულით 66-ე გახლდათ ნანი უნაფქოშვილი (1997).
ვაჟთა ტურნირში 13 ტურში 6.0 ქულის მოგროვება შეძლო დავით ლომსაძემ (2364), რაც მხოლოდ 74-ე პოზიციის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166134