ფეხბურთი

14:44 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: "ტორესი ჩემ გეგმებში შედის"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ აღნიშნა, რომ ფერნანდო ტორესი შემდეგ სეზონში კვლავ ითამაშებს “ჩელსიში”. გავრცელდა ჭორები, თითქოს ტორესი გუნდიდან მიდის.

"ფერნანდო ჩემ გეგმებში შედის და ის შემდეგ სეზონში აუცილებლად ითამაშებს. ძალიან კარგი ფეხბურთელია და მარტო გოლის გატანაზე არ ფიქრობს. მას შეუძლია გუნდს დახმარება გაუწიოს და ასეთი ფეხბურთელები მომწონს." _ განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ ტორესი "ჩელსიში" 2011 წელს გადავიდა და მას შემდეგ 172 მატჩში 46 გოლი გაიტანა.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116399