ფეხბურთი

21:10 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ზამთარში თავმდამსხმელის დამატებას არ ვაპირებთ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი გუნდი “პორტუს” თავდამსხმელის, ჯექსონ მარტინესის იანვარში ყიდვას აპირებს.

“პორტუს” თავდამსხმელი? როგორც გავიგე, მის აგენტს ლონდონში შევხვდი, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტსაც გეტყვით – იანვარში თავდამსხმელის ყიდვას საერთოდ არ ვაპირებთ. სეზონის ბოლომდე ტორესს, ეტოოსა და დემბა ბას გამოვიყენებ.

ლუკაკუ? რომელუს ბევრი საუბარი უყვარს, მაგრამ მას ავიწყდება ერთი რამ – რატომ არის “ევერტონში” და არა ჩვენთან. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. მან მიზეზები თავად უნდა გაიგოს.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06401