ფეხბურთი

16:03 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ხიზანიშვილის მატჩს დაესწრო

 

ცხადია, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სპეციალისტის მიზანი არა “ქაისერისფორელი” ზურაბ ხიზანიშვილის თამაშისთვის თვალის დევნება, არამედ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში თავისი მეტოქის – “გალათასარაის” დაკვირვება გახლდათ.

Football Espana-ს ცნობით, მოურინიო “ქაისერისფორისა” და “გალათასარაის” მატჩზე ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შენიშნეს. აღნიშნული დაპირისპირება სტამბულელებმა 3:1 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “გალათასარაის” პირველი 1/4-ფინალური მატჩი 2 აპრილს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108414