ფეხბურთი

17:28 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ვწუხვარ, რომ მატას პროგრესში ვერ დავეხმარე”

 

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმის გამო წუხს, რომ მან გუნდის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, ხუან მატას განვითარებაში თავისი წვლილი ვერ შეიტანა.

ჟოზე მოურინიოს “ჩელსიში” დაბრუნებამდე მატა გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, მაგრამ პორტუგალიელმა ესპანელს ადგილი სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა, რის შედეგადაც მატამ “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა.

“ვწუხვარ იმის გამო, რომ მატა უფრო ძლიერ ფეხბურთელად ვერ ვაქციე. შესაძლოა, ის რთულ პერიოდში სათადარიგოთა შორის ყოფნას ვერ მიეჩვია. არ გამოვრიცხავ, რომ ამან ის, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი გააძლიერა, მაგრამ ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ პირადად მე მატასთვის არაფერი მიმიცია და ამის გამო ვწუხვარ.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113956