ფეხბურთი

12:49 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ძლიერი თვისებები ვერ გამოვავლინეთ”

 

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის მეოთხე ტურში, “ევერტონთან” სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “სამეფო კლუბმა” თავისი რეალური ძალის წარმოჩენა ვერ შეძლო.

“პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ტვიტერი - ბურთს მოედნის ცენტრში ვაკონტროლებდით და ვალდებულნი ვიყავით, გოლი გაგვეტანა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. “ჩელსიმ” თავისი ძლიერი თვისებები ვერ გამოავლინა. “ევერტონმა” კი ერთი გაგვიტანა და მოგვიგო”

პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის თავდამსხმელ სამუელ ეტოოზეც ისაუბრა. თქვა, რომ კამერუნელმა ფორვარდმა უკვე დაალაგა ურთიერთობა თანაგუნდელებთან და სანახაობრივი თამაშიც აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114355