კალათბურთი

23:36 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი მარცხი ბასკებთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსა” “გიპუსკოა ბასკეტს” დაუპირისპირდა და 67:92 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ არაგონელები ერთადერთი ქულით აგებდნენ და მოვლენათა ამგვარ განვითარებას არაფერი მოასწავებდა, თუმცა...

ორივე ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო. უფრო შედეგიანად შერმადინი გაისარჯა, რომელმაც 19:50 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მოედანზე 22:08 წუთი გაატარა სანიკიძემ, ვისი მონაგარიც 3 ქულა და 2 მოხსნა იყო. ვიქტორმა 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, სამქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

“სარაგოსას” ამერიკელმა ჯოზეფ ჯონსმა ულიდერა 21 ქულით და სან სებასტიანელთა რიგებშიც ამერიკელები გამოირჩნენ: ჩარლს რამსდეილი (24) და ჯეისონ რობინსონი (21).

ქართველთა კლუბმა 5 მოგებით და 6 მარცხით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩი კი 27 დეკემბერს მალაგაში “უნიკახასთან” ელის.

სარაგოსელთა იდენტური მაჩვენებლებით მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა “კახასოლმა”, რომლის რიგებშიც ბექა ბურჯანაძე ირიცხება. სევილიელებმა მადრიდში “ესტუდიანტესს” 61:54 სძლიეს, რაშიც დიდი წვლილი არგენტინელმა მარკოს მატამ (15) და ჩეხმა ტომაშ სატორანსკიმ (14) დაიდეს.

ბურჯანაძემ 05:37 წუთს ითამაშა და 2 ქულა მიითვალა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ერთხელ ბურთი დაკარგა და ერთხელაც დაჯარიმდა.

“კახასოლი” 27 დეკემბერს “მანრესას” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135281