ჭადრაკი

0:06 | 21.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელი მარცხი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე ტურში მოულოდნელი მარცხი განიცადა. არაფრით გამორჩეულ ვიეტნამის გუნდთან დაპირისპირებაში ქართველებმა 1:3 წააგეს, საოცარი კი ის გახლდათ, რომ პარტიები თეთრი ფიგურებით მოთამაშე ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ხურციძემ დათმეს.
ამ წარუმატებლობამ საქართველოს ნაკრები პირველიდან მეოთხე ადგილამდე დააქვეითა, პირველი სამეული კი ჩინეთმა, ინდოეთმა და რუსეთმა დააკომპლექტეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ტური სხვა მხრივაც სენსაციური გამოდგა. რუსებმა აუტსაიდერი საბერძნეთის დამარცხება ვერ მოახერხეს, უკრაინა კი მასპინძელ თურქეთთან დამარცხდა.
ქალაქ მარდინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ცხრა ტურად მიმდინარეობს და 27 დეკემბერს დასრულდება, საქართველოს ქალთა გუნდის მომდევნო მოწინააღმდეგე კი რუსეთის ნაკრები იქნება.

2011 წლის მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. მარდინი (თურქეთი)
მე-3 ტური
ვიეტნამი – საქართველო 3:1

ნგუიენ ფამი (2341) – ნანა ძაგნიძე (2516) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (2475) – ტრამ ჰოანგი (2341) 0:1
ჰუნგ ნგუიენი (2244) – ბელა ხოტენაშვილი (2497) 0.5:0.5
ნინო ხურციძე (2440) – ტი ჰოანგი (2218) 0:1

თურქეთი – უკრაინა 2.5:1.5
სამხრეთ აფრიკა – ინდოეთი 0:4
სომხეთი – ჩინეთი 0:4
რუსეთი – საბერძნეთი 2:2

სატურნირო მდგომარეობა
6 – ჩინეთი; 5 – ინდოეთი, რუსეთი; 4 – საქართველო, ვიეტნამი; 2 – სომხეთი, თურქეთი; 1 – უკრაინა, საბერძნეთი; 0 – სამხრეთ აფრიკა;

მე-4 ტური
საქართველო
– რუსეთი
უკრაინა – საბერძნეთი
ჩინეთი – ვიეტნამი
ინდოეთი – სომხეთი
თურქეთი – სამხრეთ აფრიკა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15885