ჭადრაკი

22:21 | 15.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოსწავლემ მასწავლებელი არ დაინდო

გრძელდება ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ჭადრაკის ქომაგებს შევახსენებთ, რომ ტურნირი ოლიმპიური, ანუ ნოკაუტ სისტემით ტარდება.
შესანიშნავად თამაშობს ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით, ლუკა პაიჭაძე, დავით ზარქუა და გიგა ყუფარაძე, რომლებმაც პირველ რაუნდში ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრებს მოუგეს და მეორე რაუნდიც კარგად დაიწყეს.
პირველ რაუნდში ზარქუას მეტოქე, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატში პირველ ნომრად განთესილი, მიხეილ მჭედლიშვილი იყო. ყუფარაძე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ მერაბ გაგუნაშვილს ეთამაშებოდა, ხოლო პაიჭაძე ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრ, ქალთა ნაკრების მწვრთნელ დავით არუთინიანს შეხვდა.
მეორე რაუნდში პაიჭაძემ, ყოფილ მწვრთნელს, ეროვნული ნაკრების წევრ თამაზ გელაშვილს მოუგო და 1:0 დაწინაურდა. ყუფარაძემ, შავი ფერის ფიგურებით, საქართველოს ყოფილი ჩემპიონი, თორნიკე სანიკიძე დაამარცხა, ხოლო ზარქუამ (2356), მასზე ბევრად მაღალი რეიტინგის მქონე, გიორგი მარგველაშვილთან (2544) შეხვედრაში დაწინაურდა. შედარებით გამოცდილი მოჭადრაკეებიდან, მხოლოდ ეროვნული ნაკრების წევრმა, ლევან ფანცულაიამ გაიმარჯვა, რომლის მეტოქე, კონსტანტინე შანავაა.
მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები: ზარქუა-მარგველაშვილი 1:0, პაიჭაზე-გელაშვილი 1:0, ფანცულაია-შანავა 1:0, სანიკიძე-ყუფარაძე 0:1
მე-2 რაუნდის განმეორებითი შეხვედრები ხვალ ჩატარდება.

როლანდ ლაბუჩიძე


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093105