ჭადრაკი

19:50 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის ტურნირში ორი ქართველი მონაწილეობს

რუსეთის დედაქალაქში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს ქალთა ტურნირი იწვევს, სადაც 8 ქვეყნის 172 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის საქართველოს ორი წარმომადგენელია: ნინო ბაციაშვილი და ანა გავაშელი.
პირველ ტურში ბაციაშვილი ანასტასია რომანოვას (რუსეთი) დაუზავდა, ხოლო გავაშელის მეტოქე არ გამოცხადდა და ქართველმა ქულა უბრძოლველად მოიპოვა.
მე-2 ტურში ბაციაშვილმა ეკატერინა ლიტვინენკოს (რუსეთი) მოუგო, ხოლო გავაშელი ლიუბოვ კოსტიცინასთან (რუსეთი) დამარცხდა.
მე-3 ტურში ბაციაშვილი ანასტასია კოზინას (რუსეთი), ხოლო გავაშელი ვალენტინა სკაკუნს (რუსეთი) დაუპირისპირდება.

როლანდ ლაბუჩიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094024