ფეხბურთი

11:14 | 5.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მორატა ოფიციალურად “რეალის” მთავარ გუნდშია

მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად მთავარ გუნდში გადაიყვანა 19 წლის შემტევი ალვარო მორატა, რომელსაც “სამეფო კლუბში” ადრეც უთამაშია, თუმცა იშვიათად. მორატა “კასტილიაში” (მადრიდელთა სარეზერვო გუნდი) გამოდიოდა და გოლები ხშირად გაჰქონდა. ჟოზე მოურინიუ თვლის, რომ ეს ფეხბურთელი უკვე გაიზარდა “რეალისთვის”.
ალვარო მორატა ესპანელთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია და შარშან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
მორატა 23 ოქტომბერს გახდება 20 წლის.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100505