ფეხბურთი

14:11 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,მონაკომ" მეკარე დაიმატა

 

,,სამპდორიას" არგენტინელი გოლკიპერი სერხიო რომერო “მონაკოში” ითამაშებს. ინფორმაცია იტალიურ პრესას მეკარის აგენტმა მინო რაიოლამ განუცხადა

,,რომერო ,,მონაკოში" გადავიდა, ეს იყო ყველაზე კარგი ვარიანტი ფეხბურთელისთვის" - აღნიშნა რაიოლამ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი ითამაშებს რომერო ფრანგულ კლუბში

არგენტინელმა მეკარემ წინა სეზონში, 32 მატჩში 39 გოლი გაუშვა, ,,სამპდორიას" ხელმძღვანელობამ კი მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. იტალიურმა კლუბმა თვალი ,,პალერმოს" მეკარეს სტეფანო სორენტინოს დაადგა და მის გადაბირებას შეეცდება.

რომერო ,,ალკმაარის" რიგებში 2009 წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს “სამპდორიას” მისი ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112458