ფეხბურთი

10:46 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” ნახევარდაცვას აძლიერებს

საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული “მონაკო” შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამჯერად საყრდენი ნახევარმცველის ძებნითაა დაკავებული.

აქამდე მონაკოელები “ლიონის” კაპიტან მაქსიმ გონალონის და “ტულუზის” ნახევარმცველ ეტიენ კაპუეს გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ შეთახმება არ შედგა. ლიონელებმა თავად თქვეს უარი საკუთარი ლიდერის გაშვებაზე, კაპუეს სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა კი, თავად “მონაკოს” ბოსებმა არ ისურვეს.

ამრიგად, ფრანგული პრესის ცნობით, კლუბის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ “სენტ-ეტიენის” 22 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ჟოზუა გილავოგი იქცა, რომლის შეძენაც უკვე სურთ ლონდონის “არსენალსა” და გერმანულ “ვოლფსბურგს”. მიუხედავად ამისა, უახლოეს პერიოდში მონაკოელები “სენტ-ეტიენისთვის” ორფიციალური შეთავაზების გაკეთებას აპირებენ, თუმცა, ფინანსური მხარე ჯერჯერობით უცნობი რჩება.

გილავოგის "მწვანეებთან" მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საფრანგეთის გასულ ჩემპიონატში მან 38-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11217