ხელბურთელები თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადებიან. სპორტკომპლექსი “არენა”, 1998-99 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის საქართველოს ჩემპიონატის თბილისის ქვეჯგუფის მესამე ეტაპის შეხვედრებს მასპინძლობს.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს, რომელთაგა 4 საუკეთესო, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. 25-28 იანვარს, ამავე ასაკობრივ ჯგუფში თამაშები ყვარლის ქვეჯგუფში გაიმართება, 2-5 თებერვალს – ქუთაისის ქვეჯგუფში. შემდეგ კი, სამივე რეგიონის 4-4 საუკეთესო, 12-გუნდიან ქვეჯგუფს შექმნის და თამაშები მათ შორის გაგრძელდება.
თბილისის ქვეჯგუფის ბოლო ორი დღის შეხვედრები ასე დასრულდა:
21 იანვარი
პეგასი – მართვე 30:21
შევარდენი – მერანი 12:26
22 იანვარი
შევარდენი – პეგასი 4:26
კორიდა – მართვე 27:25







