სხვა

15:03 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეთა ორი მედალი უკრაინიდან

უკრაინის ქალაქ ხერსონში მსოფლიოს კრივის ასოციაციის (AIBA) ეგიდით A-კლასის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 11 ქვეყნის მოკრივეებმა მიიღეს. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების წევრებიც გამოვიდნენ და თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბონდო მამულაშვილმა 7 მოკრივე იახლა, მედლები კი დავით ნანავამ (ვერცხლი, 49 კგ.) და რომან თავაძემ (ბრინჯაო, 81 კგ.) მოიპოვეს.

ეროვნული გუნდი მომზადებას გააგრძელებს და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე შეკრებას გაივლის, ევროპირველობა კი, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს, 30 მაისს დაიწყება.

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089229