სხვა

18:25 | 30.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეებმა კვაჭაძე და კანდელაკი ახსენეს

საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის, სავარაუდოდ, ვეტერანი სპორტსმენები - დავით კვაჭაძე და გიორგი კანდელაკი იბრძოლებენ. არჩევნებამდე სამ კვირაზე მეტი რჩება და შესაძლო კანდიდატებზე ჯერ მხოლოდ შიდა საკრივო წრეებში საუბრობენ.
შეგახსენებთ, კრივის ფედერაციას ბოლო წლებში სათავეში პეტრე ცისკარიშვილი ედგა, მაგრამ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
“ცისკარიშვილი ქართული კრივის განვითარებისა და წინსვლისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას კარგად ახერხებდა. იმედია, ამ მხრივ მისი მემკვიდრეც ნაყოფიერად იმუშავებს”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ფეცდერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა.
კრივის ფედერაციის რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 21 ნოემბერს გაიმართება.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093724