ფეხბურთი

19:05 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: “სარდინიაზე არავის ვაკვირდებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ “კალიარისა” და “იუვენტუსის” თამაშს ის რომელიმე ფეხბურთელზე დასაკვირვებლად არ დასწრებია.

დევიდ მოიესი სერია A-ს მე-19 ტურში, სარდინიაზე გამართული მატჩის დროს, ტრიბუნებზე შენიშნეს. ლოგიკურია, გაჩნდა ეჭვი, რომ “მანჩესტერის” დამრიგებელი რომელიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა. გაიჟღერა კონკრეტულმა გვარებმაც: “კალიარის” მცველი დავიდე ასტორი, ასევე “იუვენტუსის” ნახევარმცველები კლაუდიო მარკიზიო და არტურო ვიდალი.

“სარდინიაზე დასვენების დღეებს ვატარებდი. არცერთ ფეხბურთელზე დაკვირვება არ მიფიქრია. უბრალოდ, საფეხბურთო მატჩს დავესწარი. ჩემი ეს ქმედება ტრანსფერებს არ უკავშირდება.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს Tuttosport-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119959