თამაშგარე

11:58 | 13.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ ზიდანი მუბარაქის გადადგომამ გაახარა

ეგვიპტის პრეზიდენტის - მუბარაქის გადადგომას, სრულიად ეგვიპტე დიდი სიხარულითა და იმედებით შეხვდა. მათ შორის, ცნობილი ეგვიპტელი ფეხბურთელი  – მოჰამედ ზიდანიც იყო, რომელმაც თავისი პოზიცია ჯერ კიდევ ეგვიპტეში აქციების დაწყებამდე დააფიქსირა და როგორც პროდასავლური ორიენტაციის კაცს, მუბარაქის რეჟიმი არც ზიდანს ეპიტნავებოდა მაინცა და მაინც.

ეგვიპტის რევოლუციის დასრულებისა და მუბარაქის მიერ “გზის ბარაქის დაყრის“ შემდეგ, გერმანელი ჟურნალისტები მოჰამედ ზიდანს დაუკავშირდნენ. ფეხბურთელი ფრიად გახარებული გახლდათ თავის სამშობლოში მომხდარი უსისხლო რევოლუციითა და ბუნდესქვეყნელ მოკალმეებს არ დაუმალა, რომ მომხდარით აღფრთოვანებულია და ამაყობს, რომ განგებამ იგი ეგვიპტის მიწაზე მოავლინა.

“ყველანი მალე ნახავთ, როგორ სწრაფად განვითარდება ჩემი სამშობლო მუბარაქის წასვლის შემდეგ. ჩემი ხალხი პატიოსანი და შრომისმოყვარეა. ვოცნებობ, რომ ეგვიპტე ევროპის ქვეყნების დონის სახელმწიფო გახდეს. აი ნახავთ, ეგვიპტელები შევძლებთ ამის მიღწევას!“ – ამბობს ზიდანი და ღმერთმა ქნას, გამართლდეს მისი იმედები...

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090847