ფეხბურთი

18:12 | 19.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი “რეალსაც” მოუნდა

მადრიდის “რეალს” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს. Marca-ს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “სამეფო კლუბის” თავკაცი ჟოზე მოურინიოა. 

შესაძლოა, გარიგება ფინანსურმა დეტალებმა შეაფერხონ, რადგან “ტოტენჰემს” 26 წლის ხორვატში, სულ ცოტა, 35 მილიონი ევროს აღება სურს. დათანხმდება თუ არა “რეალი” ამ თანხის გადახდას, ჯერჯერობით, უცნობია. 
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, მოდრიჩმა 36 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატისადმი ინტერესს ლონდონის “ჩელსიც” იჩენს.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.191334