ფეხბურთი

20:23 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: “მოურინიო ფანტასტიკური მწვრთნელია”

მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე დადებითად საუბრობს.

“მოურინიოზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის ფანტასტიკური მწვრთნელია. მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. მან უფრო აგრესიულად თამაში მასწავლა. ჟოზე ყოველთვის ცდილობს ფეხბურთელისგან მაქსიმუმზე მეტი მიიღოს. თუ შენ 100%-ით იხარჯები, ის 110%-ს ითხოვს. თუ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ აჩვენებ, შენს ადგილს სხვა დაიკავებს.” – ავრცელებს მოდრიჩის სიტყვებს Marca.

ლუკა მოდრიჩი “რეალში” გასულ ზაფხულში, სწორედ მოურინიოს ინიციატივით მიიწვიეს. ჟოზეს “ჩელსიში” წასვლის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს ის ხორვატის თან წაყვანას აპირებდა, მაგრამ მოდრიჩმა “რეალის” დატოვება იუარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113489