ჭადრაკი

16:53 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეები მზადებას განაგრძობენ

ბაზალეთის ტბასთან არსებულ ტურისტულ კომპლექსში გრძელდება საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდების (ქალთა და ვაჟთა) შემაჯამებელი შეკრება. ჩვენი მოჭადრაკეები მსოფლიოს 39-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადებიან, რომელიც 19 სექტემბერს სტარტს რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში აიღებს.
ქალთა ნაკრები ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, ხოლო ვაჟები პირველ ათეულში მოხვედრას შეეცდებიან.
კომპლექსში სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ საუკეთესო პირობებია შექმნილი, მეცადინეობის შემდეგ კი, განტვირთვისთვისაც მრავალფეროვანი არჩევანია. 
ოლიმპიადაზე გუნდები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრებიან.
ქალთა გუნდი: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი. კაპიტანი: ნინო გურიელი. მწვრთნელები: ზურაბ სტურუა, დავიდ არუთინიანი.
ვაჟთა გუნდი: ბაადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ლევან ფანცულაია. კაპიტანი: თამაზ გიორგაძე. მწვრთნელი: ხვიჩა სუპატაშვილი.
დელეგაციის ხელმძღვანელი: გიორგი გიორგაძე.
აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორის “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” დახმარებით, ეროვნული ნაკრები გუნდები ჩემპიონატზე მოხდენილი ფორმებით წარსდგებიან.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083876